კომაროვის კურსდამთავრებულებმა ისრაელში მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის სუპერფინალში ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს!

არიელის უნივერსიტეტში, ისრაელში 16-22 ოქტომბერს მათემატიკის მე-12 ღია საერთაშორისო ინტერნეტ ოლიმპიადის სუპერფინალი გაიმართა. ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან დაახლოებით 100-მა მოსწავლემ. მოსწავლეები საქართველოდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდან იყვნენ; ისინი შეუერთდნენ იმ 50 მონაწილეს, რომლებიც ისრაელის 5000 სტუდენტიდან წინა ტურებში ამოარჩიეს. 


სუპერფინალში, კომაროვის კურსდამთავრებულებმა და თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 

 

გამარჯვებული მოსწავლეები არიან: გიორგი სვანაძე, ანანო ბასილაია და ელენე გაბელაია. 

 

კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს მათ! 

 


ზემოთ